საზოგადოება
10.10.2023 14:18
საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

2024 წელს, საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის - „m&i Tbilisi 2024“ მასპინძელი ქვეყანა იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს, 4 დღის განმავლობაში, ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.

გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი მიიღებს. თითოეულ მათგანს მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირის დამყარების შესაძლებლობა ექნებათ.

„მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველომ „აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად“ უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ განაპირობა, რომ 2024 წელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

კვირის ამბები