სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ქვეყნის მასშტაბით დაიწყება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.
„2023-2024 წლების გრიპის სეზონისთვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგო-გები; ბავშვთა (მ. შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფი-ციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდე-ბარებული მედპერსონალი და სხვ.“, - აცხადებენ სამინისტროში.
ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.