საზოგადოება
08.10.2023 22:15
ქალაქის სახალხო დღესასწაულზე გორმა დამეგობრებული ქალაქების - ოჟიშის და უთენას დელეგაციებს უმასპინძლა

სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2023“ ერისთავის თეატრის მიმდებარედ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული სანახაობა და აქტივობა ჩატარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გორთან დამეგობრებული ქალაქებიდან - ოჟიშიდან (პოლონეთი) და უთენადან (ლიეტუვა) სტუმრად მყოფ დელეგაციის წევრებთან ერთად, თეატრის მიმდებარედ გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციის კუთხეები დაათვალიერეს.

სადღესასწაულო სივრცეში წარმოდგენილი იყო, ასევე, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები და ტურისტული კუთხე „ჯიპ-ტური“. ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა.

„გორის დღე 2023 “ გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბენდი „ქიმერა“, ადგილობრივი ბენდი SOFT WAVE და მუსიკალური ჯგუფი „მგზავრები“.

კვირის ამბები