ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩში გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. შეხვედრა „ტორპედოს“ სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას ერთადერთი გოლი ირაკლი ბუღრიძის ანგარიშზეა. ფეხბურთელმა „დილას“ კარში გოლი 28-ე წუთზე გაიტანა.
„დილა“ – „ტორპედოს“ შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა.
შემდეგ შეხვედრას გორის გუნდი 20 ოქტომბერს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.