ავღანეთში შაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2500-მდე გაიზარდა.
როგორც Reuters-ი ,,თალიბანის“ ადმინისტრაციის კატასტროფების სამინისტროსზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი.
საავადმყოფოებში არასაკმარისი ადგილების გამო, დაშავებულთა მისაღებად, ჰერათში საველე ჰოსპიტლები მოაწყვეს.
6.3-მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში 7 ოქტომბერს მოხდა.