საზოგადოება
09.10.2023 10:25
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გორში გზების დახაზვა მიმდინარეობს
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გორში გზების დახაზვა დაიწყო.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები სატრანსპორტო საშუალებების სამოძრაო ზოლებზე მიმდინარეობს, სადაც იხაზება ქვეითთა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, პარკირების ზონები და სხვა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები.

პროექტის მიხედვით დაიხაზება შემდეგი ქუჩები: სტალინის გამზირი, ფარნავაზის ქუჩა, სუხიშვილის ქუჩა, თბილისის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, მშვიდობის გამზირი, შინდისის გმირების გამზირი, 26 მაისის სანაპირო, ცხინვალის გზატკეცილი, ტყვიავის ქუჩა, ცაბაძის ქუჩა, ამილახვრის ქუჩა, გორიჯვრის და კეცხოველის ქუჩები.

გზებზე ჰორიზონტალური მონიშვნები, ჯამში, 14 ქუჩაზე გაკეთდება.
კვირის ამბები