საზოგადოება
06.10.2023 14:12
ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების და სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია 12 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. რაც შეეხება გამოცდებს, 18 ოქტომრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

„გამოცდაზე გასვლის უფლება პირს იმ შემთხვევაში აქვს, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით: თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა; თუ პირი არ სწავლობს სკოლაში-პირის სურვილის შესაბამისად, განცხადება ნებისმიერ რესურსცენტრში მიიღება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები