სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „ზოგადი პროფილის პედიატრი“ და გააჩნდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე ან პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტიდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა).
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 500-600 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 12 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.