სპორტი
06.10.2023 12:28
გორის „გორი“ „რუსთავთან“ დამარცხდა

გორის „გორი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა. მატჩი გორელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

გორელთა კარში ორივე გოლი ნიკა ტოროშელიძემ გაიტანა.

რაც შეეხება „გორს“, რუსთაველების კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი არჩილ გიგაურია.

ეროვნული ლიგა 3-ის 21-ე ტურის მატჩი გორში, ქართლის სტადიონზე ჩატარდა.

შემდეგ შეხვედრას გორის გუნდი თბილისის „ლოკომოტივი 2“-ის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება.

კვირის ამბები