2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ოქტომბრამდე გორის მუნიციპალიტეტს 296 601 ვიზიტორი და ტურისტი სტუმრობდა. მათ შორის 226 889 უცხოელია.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი, 54 936 ვიზიტორი ივნისში ეწვია.
რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, იანვარში - 10 967, თებერვალში - 7 876, მარტში - 17 761, აპრილში - 26 016, მაისში - 40 349, ივნისში - 54 936, ივლისში 47 940, აგვისტოში 45 081, ხოლო სექტემბერში 45 675 ვიზიტორი ეწვია.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს დამთვალიერებლების რაოდენობა 98 569 არის გაზრდილი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება