გორელი სპორტსმენი ბადრი ხატისკაცი 8 ოქტომბერს სუმოში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
შეჯიბრება იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩატარდება და საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენით წარსგდება.
როგორც „გორის მაცნესთან“ ბადრი ხატისკაცმა განაცხადა, შეჯიბრისთვის აქტიურად ემზადებოდა და გამარჯვების იმედიც აქვს.
„მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ბაკურიანში 10-დღიანი შეკრება გავიარე. მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ვარ და ვეცდები, ჩემი მწვრთვნელის და გულშემატკივრების იმედი გავამართლო“, - აღნიშნა ხატისკაცმა
ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატი 7-8 ოქტომბერს ჩატარდება. შეჯიბრებაში 28 ქვეყნიდან ჩასული სუმოისტები იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, ხატისკაცი 2023 წელს კრაკოვში (პოლონეთი) გამართული ევროპის თამაშების ჩემპიონია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში