სსიპ - ოთარ სუხიტაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის №2 საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „თერაპევტი“ და გაჩნდეს ექიმის თანამდებობაზე ან ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600-660 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.