ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გორის დღე - 2023“ 8 ოქტომბერს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული ერისთავის თეატრის მიმდებარედ გაიმართება და სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობასა თუ აქტივობას მოიცავს.
ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და მოეწყობა „ლუდის ფესტივალი“, მუზეუმების, საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტების და სოფლების კუთხეები „შემოდგომის ნობათი“, საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები და ტურისტული კუთხე „ჯიპ - ტური“.
„გორის დღე 2023“-ის ფარგლებში, ასევე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით (12:30 საათი).
სახალხო დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს. მაყურებლის წინაშე ადგილობრივ ბენდთან ერთად, მუსიკალური ჯგუფები: „ქიმერა“ და „მგზავრები“ წარსდგებიან.
გალა-კონცერტი 19:00 საათიდან დაიწყება.