სოლომონ წიკლაურის მემორიალურ ტურნირზე ძიუდოში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა წარმატებით იასპარეზეს.
სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ბაბუციძე (60 კგ.) და გიორგი ზურაბაშვილი (81 კგ.) გახდა.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება ლაშა ადუაშვილმა (46 კგ.) შეძლო.
73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიუნაშვილი კი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
ცნობისთვის, სოლომონ წიკლაურის მემორიალური ტურნირი, რომელიც საქართველოს პირველობასთან იყო გათანაბრებული, თბილისში ჩატარდა და 2008-2009 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში