საზოგადოება
04.10.2023 11:46
4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც ამ დღეს რეგულარულად აღნიშნავენ.

ცხოველების მსოფლიო დღის (World Animal Day) აღნიშვნის გაადწყვეტილება 1931 წელს მიიღეს, როდესაც იტალიის ქალაქ ფლორენციაში ბუნების დაცვის მოძრაობის საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.

სხვადასხვა ქვეყნების ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველი ცოცხალის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ.

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროს და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.

ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენციაევროპის საბჭომ 1986 წელს, ხოლო შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ კონვენცია 1987 წელს მიიღო.

 

 

კვირის ამბები