კულტურა
03.10.2023 14:21
„ბრუნტეტი“ - გორის თეატრმა მუსიკალურ სპექტაკლს უმასპინძლა

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკალური სპექტაკლი სახელწოდებით - „ბრუნტეტი“ გაიმართა.

მაყურებელს საშუალება ჰქონდა ემოგზაურა 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში.

სპექტაკლი დაფუძნებულია kordz-ის ნაწარმოებზე რომელიც 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიურ ანსამბლ „Kluster 5“-სთვის და გამოყენებულია 1999 წლის აუდიო-ჩანაწერები.

„ბრუნტეტი - დაბრუნება“ არის მუსიკალური სპექტაკლი, სადაც 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო - ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მაცხოვრებლებზე და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. წარმოდგენაში მუსიკოსები kordz და ანსამბლი Kluster 5 მონაწილეობენ. სპექტაკლის პერსონაჟები კი ლანა ყავრელიშვილი, ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე და თემო რეხვიაშვილი არიან“, - აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა ალექსანდრე კორძაიამ.

Kordz-ის მუსიკალური სპექტაკლი, გორის მსგავსად, 6 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, ქუთაისში და ბათუმში  გაიმართება.

 

 

კვირის ამბები