ახალი სპორტული სეზონიდან გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში მაგიდის ჩოგბურთის სექცია გაიხსნა.
სააგენტოს ინფორმაციით, სპორტული სექცია შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს. ვარჯიშები მაგიდის ჩოგბურთის კლუბში (სტალინის ქუჩა №14) ტარდება.
„მაგიდის ჩოგბურთი მსოფლიოში პოპულარული სპორტის სახეობაა, რომელიც 1988 წლიდან ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შეიტანეს. საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი 1950-იანი წლებიდან განვითარდა. ცოტა ხნის წინ კი, გორში დაფუძნდა შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია, რომლის მხარდაჭერითაც ახლა უკვე გორის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ახალგაზრდები სპორტის ამ სახეობაში ივარჯიშებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სექციაზე მეცადინეობის მსურველებს დოკუმენტაციის წარდგენა სასპორტო სკოლის ადმინისტრაციაში შეუძლიათ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში