საზოგადოება
02.10.2023 14:03
გორში ვეტერანი მოჭიდავის ცოტნე ბარამიძის სახელობის სკვერი მოეწყო

გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩაზე, ვეტერანი მოჭიდავის ცოტნე ბარამიძის სახელობის სკვერი მოეწყო.

ცოტნე ბარამიძე ტიტულოვანი გორელი მოჭიდავე იყო, რომელმაც სპორტსმენის კარიერა რამდენიმე წლის წინ დაასრულა და ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლაში მწვრთნელის რანგში განაგრძობდა საქმიანობას.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის სახელობის სკვერი, მისი სახელის უკვდავსაყოფად მოაწყვეს.

კვირის ამბები