საზოგადოება
02.10.2023 11:45
შიდა ქართლმა „თბილისობის“ დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ „თბილისობის“ დღესასწაულში საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, მათ შორის შიდა ქართლიც  მონაწილეობდა

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ამა თუ იმ რეგიონის წარმომადგენლების მიერ გამართული თეატრალური ნომრები, გაცნობოდნენ ადგილობრივი სამზარეულოს, ღვინის კუთხეებს და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასებს, ასევე, სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრებას, ოჯახური რიტუალებს თუ ტრადიციებს, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენებს და სხვა.

რაც შეეხება შიდა ქართლს, დამთვალიერებლის წინაშე ეთნოგრაფიული პერფორმანსით, მრავალფეროვანი გამოფენებით, რეწვის მასტერკლასებით (მათ შორის თონეში ქართლური ნაზუქის  ცხობით)  ეთნო სამზარეულოთი, ღვინის კუთხით და ფოლკლორული ნომრებით იყო წარდგენილი.

მუზეუმში გამართულ ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ შიდა ქართლის კუთხეში, მინისტრს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა რწმუნებულის მოადგილესთან აბელ აბესაძესთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად უმასპინძლა და რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და ადგილობრივი ღვინო გააცნო.

 

კვირის ამბები