სპორტი
02.10.2023 11:46
სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში გორში გარბენი გაიმართა

სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, გორში გარბენი გაიმართა. სპორტულ აქტივობაში 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. საუკეთესოები როგორც ვაჟებს, ისე გოგონებს შორის გამოვლინდნენ და თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გარდა ამისა, გორელ თავისუფალი სტილის მოჭიდავე დავით პაპუკიშვილს გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელი გადაეცა. სპორტსმენი რიო დე ჟანეიროში გამართული მსოფლიო სასკოლო სპორტული თამაშების გამარჯვებულია.

გარბენით სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ახალი 2023-2024 წლების სეზონი გაიხსნა. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, შეჯიბრება კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, გეზრბენში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და მხიარულ სტარტებშიც ჩატარდება.

შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

კვირის ამბები