საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრს თუმანიშვილის თეატრი ეწვია. მაყურებელმა თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ზვავი“ იხილა.
რუსუდან ბოლქვაძის რეჟისორულ ნამუშევარში ლია კაპანაძე/რუსუდან ბოლქვაძე, რამაზ იოსელიანი, დარეჯან ხაჩიძე, გია აბესალაშვილი, ანა მარია გურგენიშვილი, ლუკა ჩიბუხაია, ლაურა რეხვიაშვილი, ნიკა წერედიანი, ანრი ბიბინეიშვილი და ნუცა სულაბერიძე მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება პიესის შინაარსს, ისეთ აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიცაა ადამიანებს შორის დანერგილი შიში როდესაც წესები ირღვევა, ცხადი ხდება, რომ ცვლილებების დროა და თავისუფლების მოპოვების სურვილით შემართებულები დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან.
როგორც თუმანიშვილის თეატრში აცხადებენ, „ზვავი“ წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხავადასხვა თეატრის სცენაზე.
გასტროლი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და პროექტის „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში” ფარგლებში.