საზოგადოება
19.02.2020 12:27
უსაფრთხოების საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შეთავსებით უხელმძღვანელებს

მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრობის პარალელურად შეითავსებს.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და ეფექტური“,- განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ.

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა ლევან იზორიამ იანვარში დატოვა.

კვირის ამბები