გორის გუნდი ფეხბურთში შიდა ქართლის პირველობის გამარჯვებულია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გორის და ხაშურის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეჯიბრი გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის კარში გადამწყვეტი გოლი ნიკოლოზ სადაღაშვილმა გაიტანა.
ფინალური მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა.
რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, მეორე ადგილზე ხაშურის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი ქარელს ერგო, ხოლო კასპის გუნდი მეოთხე ადგილის მფლობელია.
შეჯიბრის პრიზიორებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი კი, ფულად პრიზთან ერთად, გარდამავალი თასის მფლობელიც გახდა.
ტურნირი „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში