ცესკოს თავმჯდომარემ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი ასეთია: № 34 მამუკა ტუსკაძე (საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“) - 1 344 ხმა;
№ 41 გიორგი სოსიაშვილი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) - 19 032 ხმა.
#15 გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 134 066 ამომრჩევლიდან პირველ ოქტომბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე 25 627 ამომრჩეველი მივიდა, რაც, პროცენტულად 19.12%-ს შეადგენს.