საზოგადოება
01.10.2023 22:02
2 და 3 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტში ნალექი და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და პარალელურად - ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

აღნიშნული პროგნოზის საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ისგან მოსახლეობამ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღო გაფრთხილება ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასა და სიფრთხილისკენ მოწოდებაზე.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, ნალექი მოსალოდნელია 2 ოქტომბრის ღამის 2 საათიდან. წვიმა ნავარაუდევია მთელი დღის განმავლობაში, რასაც დილის საათებსა და დღის მეორე ნახევარსი ელჭექიც დაემატება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2 ოქტომბერს +19 გრადუსს მიაღწევს.

ღრუბლიანობა, ნალექი და +17 გრადუსია მოსალოდნელი გორში 3 ოქტომბერს.

4 ოქტომბრიდან ერთი კვირის განმავლობაში კი გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

კვირის ამბები