ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, #15 გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 134066 ამომრჩევლიდან პირველ ოქტომბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე 25 627 ამომრჩეველი მივიდა, რაც, პროცენტულად 19.12%-ს შეადგენს.
გორი-კასპის ოლქში ორი მაჟორიტარი კანდიდატი იყო წარდგენილი: #34 მამუკა ტუსკაძე - „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის“ და #41 გიორგი სოსიაშვილი - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
20:00 საათზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა და ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს.
არჩევნების შედეგები და საუბნო შემაჯამებელი ოქმები სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge-ზე აიტვირთება.