სერგი მაკალათია სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოჩენილი ქართველი ფერმწერის - გიორგი (გიგო) გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ლეილა მამულაშვილმა, გორის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ედიშერაშვილმა გახსნა.
ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონიას ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა მსოფლიო ტურიზმის კვირეულს ეძღვნება და სწორედ ამ მიზნით, საქართველის ეროვნული მუზეუმიდან გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნამუშევრების ტრანსპორტირება განხორციელდა.
მუზეუმის საგამოფენო სივრცე გიორგი გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენას 7 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.
ცნობისთვის, გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს უშუალო ჩართულობით განხოციელდა.