კულტურა
29.09.2023 12:49
ცხინვალის თეატრი შიდა ქართლში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს
ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრი შიდა ქართლში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

თეატრის სამსახიობო დასი 28 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში სხვადასხვა ლოკაციაზე სპექტაკლის - „უჩინმაჩინის ქუდი“ ჩვენებას გამართავს.
რაც შეეხება კონკრეტულ დასახლებებს და თარიღებს, 29 სექტემბერს სპექტაკლის ჩვენება სოფელ დვანშია ჩანიშნული, 2 ოქტომბერს- ნიქოზში, 4 ოქტომბერს - მეღვრეკისში, 5 ოქტომბერს - კოდაში, 6 ოქტომბერს - წეროვანში. პროექტის ფარგლებში, ბოლო წარმოდგენა 10 ოქტომბერს გორში გაიმართება.

ცნობისთვის, სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“, გიორგი ერისთავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, რეჟისორმა გოჩა კაპანაძე 2011 წელს დადგა.
კვირის ამბები