საზოგადოება
29.09.2023 12:37
29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა

1999 წლიდან, 29 სექტემბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია, ამიტომ გულის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, წარმოშობის მიზეზების და მათი პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

რაც შეეხება თარიღის დაარსების ინიციატორს გულის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონი ბაიეს დე ლუნა იყო. იდეას მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ასოციაციამ (WHO) და იუნესკომ.

კვირის ამბები