სამართალი
29.09.2023 09:56
სოფელ ქორდში შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, 67 წლის მამაკაცი 28 წლის შვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამას სანადირო თოფით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში, ოჯახის კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.

,,ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კვირის ამბები