ტურიზმის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიგო გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონია ხვალ, 29 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. დამთვალიერებელს საგამოფენო სივრცეში სტუმრობა 7 ოქტომბრამდე შეეძლება.
გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების, შიდა ქართლის ტურისტული კავშირის „მეგზურის“, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მუზეუმების, ბიბლიოთეკების და მწერალთა სახლის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება