საზოგადოება
28.09.2023 15:23
შიდა ქართლი „თბილისობის“ დღესასწაულში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ „თბილისობის“ დღესასწაულში საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, მათ შორის შიდა ქართლი მიიღებს მონაწილეობას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ამა თუ იმ რეგიონის წარმომადგენლების მიერ გამართული ფოლკლორული კონცერტები, თეატრალური ნომრები, ადგილობრივი სამზარეულო, ღვინის კუთხეები და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები, ასევე, სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები თუ ტრადიციები, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები და სხვა.

რაც შეეხება შიდა ქართლს, საკუთარ პროგრამას 30 სექტემბერს წარადგენს და დამთვალიერებლის წინაშე ეთნოგრაფიული პერფორმანსით, მრავალფეროვანი გამოფენებით, რეწვის მასტერკლასებით (მათ შორის თონეში ქართლური ნაზუქის  ცხობით)  ეთნო სამზარეულოთი, ღვინის კუთხით და ფოლკლორული ნომრებით იქნება წარმოდგენილი.

 

 

კვირის ამბები