საზოგადოება
28.09.2023 13:38
,,გორმედის“ რამდენიმე განყოფილებას მუშაობა დროებით შეუჩერდა - ამის საფუძველი რეგულირების სააგენტოს დასკვნა გახდა

სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ გორის კლინიკის რამდენიმე განყოფილებამ დროებით მუშაობა შეაჩერა, აღნიშნულის მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც, კლინიკის შემოწმების შედეგად გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები და რამდენიმე დეპარტამენტი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც სჭირდება სამედიცინო სერვისების განხორციელებას.

,,გორმედის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, დროებით შეჩერება შეეხო ოპერაციულ სეგმენტს და ამ ეტაპზე, არ ფუნქციონირებს ქირურგიული და ტრავმატოლოგიური სტაციონარული მიმართულებები, ასევე - რეანიმაციული განყოფილება.

რაც შეეხება დანარჩენ სერვისებს, ასევე ქირურგიული და ტრავმატოლოგიური დახმარების ამბულატორიულ ნაწილს, ხათუნა შრუბის განცხადებით, მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

,,გორმედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, სამედიცინო საქმიანობის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოს მიერ დაფიქსირებული პრობლემები აღმოიფხვრება უმოკლეს დროში.

კვირის ამბები