საზოგადოება
27.09.2023 15:09
Google-ი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

27 სექტემბერს ,,გუგლი” 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საიუბილეოდ Google-მა ორი თემატური ფონური სურათი შექმნა, აღნიშნული სურათები კომპანიის წარსულის ელემენტებითაა გაჯერებული. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები პიქსელის სმარტფონებისთვისაა განკუთვნილი, სხვა ანდროიდის მომხმარებლებიც შეძლებენ გამოყენებას.

პირველ ვარიანტში წარმოდგენილია გრაფიკული ნახატები, რომლებიც საძიებო სისტემის საწყის ეტაპებსა და Google Search-ის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს.

შეგახსენებთ, რომ Google Search 1998 წელს დაარსდა სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის მიერ. ყველაფერი Google-ის საძიებო სისტემით დაიწყო, რომელიც კვლავაც მისი მთავარი პროდუქტია, თუმცა, ამ წლების განმავლობაში, გუგლმა კიდევ ბევრი  პროდუქტი გამოუშვა.

დღეს Google არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის პროგრამაა მთელ მსოფლიოში. Google-ის თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო, დღეს კი სისტემა ნათარგმნია მრავალ ენაზე.

კვირის ამბები