მოყვარულ ფეხბურთელთა შორის ტურნირი „ქართლის თასი 2023“ ჩატარდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გამარჯვებისთვის ერთმანეთს გორი და ხაშური დაუპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი ხვალ, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
რაც შეეხება მესამე ადგილისთვის ბრძოლას, ხვალვე, ერთმანეთს ქარელი და კასპი შეხვდება. მატჩს ახალბაღის სტადიონი 16:30 საათზე უმასპინძლებს.
ცნობისთვის, ტურნირი „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში იმართება.