საზოგადოება
27.09.2023 14:32
გორში დასაქმების ფესტივალი გაიმართა

გორმა დასაქმების ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, 30-მდე კომპანიამ 500-მდე ვაკანსია წარადგინა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს. გარდა ამისა, ადგილობრივი მეწარმეების და სტარტაპერების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

მსურველებს პროფესიულ მასტერკლასებში მონაწილეობაც შეეძლოთ. აქტივობა აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში პირველად ჩატარდა.

ღონისძიებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, დასაქმების ფესტივალი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

კვირის ამბები