კულტურა
27.09.2023 12:20
საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება - მუსიკალურ საღამოებს გორის თეატრი უმასპინძლებს

დღეს, 27 სექტემბერს საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება. მუსიკალურ საღამოებს, 30 სექტემბრის ჩათვლით, გორის თეატრი უმასპინძლებს.

ფესტივალის გახსნის დღეს, სცენას გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის ს. ცინცაძის სახ. სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი „გორი“, თბილისის ქალთა გუნდი და გოგონათა გუნდი „კანტაბილე“ დაიკავებენ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ფესტივალი გორის თეატრის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

მუსიკალური საღამოები 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე ვებგვერდზე: www. biletebi. ge

 

კვირის ამბები