მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულის დაარსება, მე-4 საუკუნეში, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის და მისი დედის, წმინდა ელენეს სახელს უკავშირდება.
გადმოცემის მიხედვით, წმინდა ელენე დედოფალი დაინტერესდა თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც გაეკრა კაცობრიობის მხსნელი. ის გაემართა იერუსალიმისკენ და დაიწყო ამ ჯვრის ძიება.
ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული.
იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი, მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აღამაღლა.
იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება ქრისტიანებისთვის სულიერი ამაღლების მაგალითია.
ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება