გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, 2020 წელს 31 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 31 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. როგორც მერიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, შემდეგ კი, დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, შესაბამისი ტენდერები გამოცხადდება.
„სამოქალაქო ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა. წელს, პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, გასული წლის მსგავსად, 2 800 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად გადანაწილდა და მოსახლებას შესაძლებლობა ჰქონდა, თითოეულ თემში, 100 000 ლარის ფარგლებში ორი პროექტი შეერჩია. ახლა პროექტირების ეტაპია და სამუშაოებიც მოკლე დროში დაიწყება, რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, მალე 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესს დავიწყებთ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
გორის მერიაში პროექტი „სამოქალაო ბიუჯეტი“ 2016 წლიდან ხორციელდება და ამ წლების განმავლობაში სპორტული მოედნები, დასასვენებელი სივრცეები, გარეგანათების სისიტემები, შიდა გზები მოეწყო, ასევე რეაბილიტაცია ჩაუარდა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებსაც. 2019 წელს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, 52 პროექტი განხორციელდა, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების ნუსხა კი, შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ:
„სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“