საზოგადოება
26.09.2023 15:47
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში გორის თეატრში წარმოდგენა რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა გამართა
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრს რუსთაველის ეროვნული თეატრი ეწვია. მაყურებელმა ჰენრიკ იბსენის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ჰედა გაბლერი“ იხილა.

თამარ (თათია) პოპიაშვილის რეჟისორულ ნამუშევარში ქეთი ხიტირი, ია სუხიტაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, დარეჯან ხარშილაძე და ლაშა ჯუხარაშვილი მონაწილეობენ

შეგახსენებთ, გორის თეატრმა ახალი 179-ე შემოქმედებითი სეზონი 23 სექტემბერს გახსნა.
კვირის ამბები