საზოგადოება
26.09.2023 14:11
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ორი ახალი სახის ცნობის გაცემა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ორი ახალი სახის დოკუმენტის - გაქარწყლებული/მოხსნილი ნასამართლობის და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ცნობების გაცემა დაიწყო.

„გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობაში აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის და სასჯელისაგან (სასჯელის მოხდისაგან) გათავისუფლების შესახებ. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ცნობას, დოკუმენტში აისახება ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა- გადმოკვეთის შესახებ“, - ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები