შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (14 წლის ზემოთ) საზოგადოება „ბილიკი“ ესეების კონკურსს - „დემოკრატია იწყება სკოლიდან“ აცხადებს.
„კონკურსის მიზანი ახალ თაობაში დემოკრატიული პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება და თანასწორობის დამკვიდრებისთვის ხელშეწყობაა.
დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ საკითხზე უნდა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, რომელსაც ორგანიზაცია მათთვის 6 ოქტომბერს გამართავს. ტრენინგზე განხილული იქნება როგორც ესეს წერის სტრუქტურა და პრინციპები, ისე დემოკრატიის შესახებ ამბის გადმოცემის ეფექტური მეთოდები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მონაწილეობის მსურველებმა ტრენინგზე დასასწრები სარეგისტრაციო ფორმა 1 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ. ნამუშევრების გამოგზავნა კი მათ 25 ოქტომბრამდე შეეძლებათ. გამარჯვებული გამოვლინდება ოქტომბრის ბოლოს, რომელსაც სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.
ცნობისთვის, კონკურსი შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის – „საზოგადოება ბილიკის“ მხარდაჭერით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში გამოცხადდა.