საზოგადოება
26.09.2023 11:16
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას - ქეთევანობას აღნიშნავს.
ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან-ბატონის უკეთილშობილესი, ულამაზესი და უჭკვიანესი ასული იყო, რომელიც ცოლად მიათხოვეს კახეთის მეფის ალექსანდრე პირველის უფროს ვაჟს, დავითს. იგი, შაჰ-აბასის ბრძანებით, 1624 წლის 26 სექტემბერს, ირანში, ქალაქ შირაზში საშინლად აწამეს.

ქეთევანის მოწამეობრივმა აღსასრულმა საქართველო გამოაფხიზლა. საბოლოოდ ჩაიშალა შაჰ-აბასის გეგმა, რაც მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა.

ქეთევან დედოფლის ხსენების დღე 26 სექტემბერი – წმინდანის აღსრულების დღეა.
კვირის ამბები