კულტურა
26.09.2023 10:59
გორში ფესტივალი „ღვინის დღეები“ ჩატარდება

გორში ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, თეატრის სკვერში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება.

ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული ღვინო და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში.

„გორის მაცნე“ გთავაზობთ ფესტივალის პროგრამას:

14:00-21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა;

14:00-21:00 კვების სივრცე: მწვადი, ჩურჩხელა, თაფლი, ხინკლუკების ჩიფსები, შემწვარი წაბლი, ელარჯის ბურთულები;

14:00-21:00 პურის ცხობა, ღვინის დაწურვა საწნახელში, ჩურჩხელების ამოვლება;

14:00-21:00 შემეცნებითი და გასართობი აქტივობები: თიხის ჭურჭლის ძერწვა, ღვინით ხატვა, ტილოზე ხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქართული ცეკვის შესწავლა;

19:00-21:00 კონცერტი: ანსამბლი „ჩვენებურები“; ბენდი „New One“.

ცნობისთვის, ფესტივალი „ღვინის დღეები“ 7-დან 15 ოქტომრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

კვირის ამბები