გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის სიახლოვეს მდებარე მთის ფერდობზე საცხენოსნო დოღი გაიმართა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეჯიბრში საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მონაწილეობდნენ, რომლებიც ერთმანეთს ოთხ დისტანციაზე შეეჯიბრნენ.
საცხენოსნო დოღის გამარჯვებულები მამუკა კალანდაძე (1 200 მეტრი), დავით გაგნიძე (1 800 მეტრი), ნიკა ვეშაპიძე (2 400 მეტრი) და ავთო ქებაძე (3 600 მეტრი) გახდნენ. მათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ. გარდა ამისა, შეჯიბრის თითოეულ მონაწილეს სიგელი გადაეცა.
ცნობისთვის, საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბის „კენტავრი“ თანადაფინანსებით ჩატარდა.
შეჯიბრის მიზანს ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება წარმოადგენდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება