სამართალი
17.02.2020 23:05
პაციენტი, რომელსაც ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა, კლინიკაში შემოყვანისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა - ექიმი

დღეს საღამოს, კლინიკა ,,გორმედში“ ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, რომელსაც ბარძაყის არეში ბასრი საგნით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა. პაციენტს გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. ,,გორმედის“ პასუხისმგებელი ქირურგის, ასლან ასლანიშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

,,კლინიკაში შემოყვანისას 30 წლამდე ასაკის პაციენტს აღნიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა ბარძაყის ქვედა მესამედში, სისხლდენა,  იგი გახლდათ არაფხიზელ მდგომარეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, კითხვებზე პასუხს ვერ იძლეოდა, ძალზე აგრესიული იყო. მოხდა ჭრილობის რევიზია, ოპერაციისას გაკეთდა  მაგისტრალური სისხლძარღვის აღდგენა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხდა  GMnews-თან საუბრისას ასლან ასლანიშვილმა.

რა ვითარებაში მიიღო ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის დაზიანება, უცნობია, შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კვირის ამბები