საზოგადოება
25.09.2023 13:16
ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2 ოქტომბრიდან კი ტემპერატურა დაიკლებს

სინოპტიკოსების ცნობით, 25 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1-ელი ოქტომბრიდან კი ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და პერიოდულად იწვიმებს.

25-26 სექტემბერს, გორში ნავარაუდევია ნაწილობრივ ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 25 სექტემბერს +22, 26 სეტემბერს კი +23 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია სუსტი ქარი.

27 სექტემბრიდან თვის ბოლომდე კი, თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი +24-25 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბრიდან ტემპერატურა დაიკლებს, ნავარაუდევია ღრუბლიანობა და ნალექი.

მომდევნო კვირის დასაწყისში, 2 ოქტომბერს, ნავარაუდევია +22 გრადუსი და მცირე წვიმა.

იწვიმებს 3 ოქტომბერსაც, ჰაერი კი +19 გრადუსამდე გათბება.

მხოლოდ +14 გრადუსი, ღრუბლიანობა და წვიმაა მოსალოდნელი გორში 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს.

კვირის ამბები