გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა პროექტ „Art House 20 23“-ის ფარგლებში, ფოტოგრაფიის სწავლების უფასო კურსი დაიწყო.
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, პირველი შეხვედრა უკვე ჩატარდა, რომელშიც 14-21 წლის გორელი ახალგაზრდები მონაწილებდნენ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ფოტოგრაფიის შესავლებს, კამერის ტიპებს, ექსპოციზიას, კომპოზიციას, პეიზაჟის, არქიტექტურის და ლანდშაფტის, დოკუმენტურ ფოტოგრაფიას, ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას. საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ითვალისწინებს ფოტოს დამუშავების შესწავლას კომპიუტერისთვის და მობილურისთვის, მობილურ ფოტოგრაფიას, ივენთ ფოტოგრაფიას, ფოტორეპროდუქციას, ფერების ფსიქოლოგიას და კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას.
„სასწავლო შეხვედრები კვირაში ერთი დღე ჩატარდება. მონაწილეებს ექნებათ ყოველკირეული დავალებები და საფინალო პროექტი, რომლითაც შეფასდებიან და მიიღებენ სერტიფიკატებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
პროექტი „ART HOUSE 20 23“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.
ცნობისთვის, ფოტოგრაფიის საბაზისო კურსი ორ თვეს გაგრძელდება.