15-29 წლის ახალგაზრდებისთვის ბიზნეს ინგლისურის (A2 დონის) 4-თვიანი კურსი იწყება.
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ინგლისური ენის 4-თვიანი კურსი ითვალისწინებს 60 საათიან ინსტრუქტაჟს პროფესიულ ინგლისურში. კურსი ორიენტირებულია ბიზნეს ინგლისურის შესწავლაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოში დამწყები ბიზნესის ძირითადი მოთხოვნები, ბიზნეს გეგმის შემუშავების საწყისები, სოციალური მედიის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება. ასევე, კურსის მიზანია, განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო/ბიზნეს კონტენტზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით.
„ინგლისური ენის კურსი 2023 წლის 15 ნოემბერს დაიწყება. ინგლისური ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში ჩატარდება. ენის კურსს გაუძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები.
ინგლისური ენის შემსწავლელი გჯუფები თითოეულ ლოკაციაზე დაკომპლექტდება 20 მოტივირებული ახალგაზრდისგან, რომელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდება. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდული ცენტრების წევრ აპლიკანტებს.
პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მოეთხოვებათ დაესწრნენ გაკვეთილების 70%-ს მაინც და მათი ყოველთვიური შეფასება არ უნდა იყოს 7 ქულაზე დაბალი (შეფასების 10 ქულიანი სისტემის მიხედვით)“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
რაც შეეხება პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს, პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდული ცენტრების წევრ აპლიკანტებს. თბილისის ახალგაზრდულ ცენტრებში ბიზნეს ინგლისურის კურსზე მიიღებიან 18-29 წლის ახალგაზრდები; რეგიონებში კი, ქვედა ასაკობრივი ზღვარი 15 წელია და მიიღებიან 15-29 წლის ახალგაზრდები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 10 ოქტომბერია.
ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შესავსებად აპლიკანტმა უნდა შეავსოს შესაბამისი ბმული რეგიონის მიხედვით. (გორი: https: // forms. gle/ zbSx38NtD75q4V3E6)
ცნობისთვის, პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, PH International-თან პარტნიორობით, ხოლო აღნიშნული კურსი თითოეულ ლოკაციაზე ხორციელდება UNAG-ის ეგიდით შექმნილი ახალგაზრდული ცენტრების ბაზაზე და ამ ცენტრებთან უშუალო პარტნიორობით.