გორის მუნიციპალიტეტის საბაზო საფეხურის 300 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კომპიუტერები გადაეცა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ღონისძიება პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.
მოზარდებს საჩუქრები კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა რამაზ შიოშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონია გორის კულტურის სახლში გაიმართა.
ცნობისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება